Вloomberg: ზელენსკი დავოსის ფორუმზე სიტყვით გამოვა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში, დავოსში, მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა. გამოცემა Вloomberg-ის ცნობით ზელენსკის გამოსვლა 23 მაისს, ფორუმის გახსნის დღეს არის დაგეგმილი.

მის გარდა დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ სხვა უკრაინელი პოლიტიკოსები, რომლებიც პირადად ჩავლენ: ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებში ვიცე-პრემიერი, მიხაილ ფედოროვი და კიევის მერი ვიტალი კლიჩკო.

„მსოფლიო ისტორიის გარდამტეხ მომენტს გადის და ეს მოითხოვს ჩვენგან დაუყოვნებლივ და სწრაფად მივმართოთ მიმდინარე გეოეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ პრობლემებს. ზელენსკის გამოსვლა მნიშვნელოვანი მომენტი იქნება მთავრობაში, ბიზნესში, საზოგადოებაში და მათი ქვეყნის მომავლის განსახილველად სხვა მაღალჩინოსან უკრაინელ წარმომადგენლებთან ერთად, რაც გავლენას მოახდენს ჩვენზე, როგორც გლობალურ საზოგადოებაზე“, – აღნიშნა Вloomberg მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის სპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები