ირინა ვენედიქტოვა აცხადებს, რომ უკრაინას ომის დანაშაულის 11 000-ზე მეტი საქმის შესახებ აქვს ინფორმაცია
უკრაინის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა აცხადებს, რომ უკრაინას ომის დანაშაულის 11 000-ზე მეტი საქმის შესახებ აქვს ინფორმაცია.
როგორც ვენედიქტოვა „ტვიტერზე“ წერს, მიმდინარე საქმეებიდან ამ ეტაპზე 40 ეჭვმიტანილის შესახებ არის ცნობილი.
„ჩვენ გვაქვს 11 000-ზე მეტი ომის დანაშაულის მიმდინარე საქმე და უკვე 40 ეჭვმიტანილი. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში სხვა საქმეების სასამართლოსთვის გადაცემასა და მოსამართლეების წინაშე დამნაშავეების წარდგენას ვიხილავთ. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ეს საქმეები ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს“, – წერს ირინა ვენედიქტოვა.