ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი უკრაინას 500 მილიონი ევროს ოდენობით დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბორელმა, გერმანიაში G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბრისას აღნიშნა, რომ უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევენ მძიმე იარაღით, როგორიცაა ტანკები და არტილერია.

ბორელის თქმით, გამოყოფილი თანხა ევროკავშირის მხრიდან უკრაინისთვის გაწეულ დახმარებას დაახლოებით, 2 მილიარდ ევრომდე გაზრდის.

„ეს იქნება ზეწოლის გაზრდა რუსეთზე ეკონომიკური სანქციების გზით და რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის გაგრძელება დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა ბორელმა.

ამასთან, ბორელმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის ნავთობზე ემბარგოს საკითხის შესახებ შეთანხმება უახლოეს დღეებში იქნება მიღწეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები