საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებისთვის მეხანძრე-მაშველთა მომზადების ახალი პროგრამის კურსი მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე მეხანძრე-მაშველთა სპეციალური საბაზისო მომზადების კურსი ახალი პროგრამის მიხედვით მიმდინარეობს.

ხუთკვირიან სწავლებაში სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 22 თანამშრომელი საქართველოს რამდენიმე რეგიონიდან არის ჩართული, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სპეციალურ პროგრამას, რომელიც 3 მოდულსა და ერთ საგანს მოიცავს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და შსს აკადემიის ინსტრუქტორები უძღვებიან. სწავლების პერიოდში მსმენელები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას როგორც სახანძრო, ასევე, სამაშველო მიმართულებით. კურსი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მსმენელთა პროფესიულ და ზოგად უნარ-ჩვევებს.

მეხანძრე-მაშველთა სპეციალური საბაზისო მომზადების კურსი აპრობირებული პრაქტიკის და მეთოდოლოგიის მიხედვით არის შედგენილი.
სწავლების ბოლოს მონაწილეები თითოეული მოდულის მიხედვით შეფასდებიან და წარმატებულ კურსდამთავრებულებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცემათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები