ისინი დანებებას არ აპირებენ – ფოტოამბები „აზოვსტალის“ მცველებზე

„აზოვსტალი“ უკანასკნელი ადგილია მარიუპოლში, რომელიც რუსებმა ვერ დაიკავეს. ქალაქი მაისის დასაწყისიდან ბლოკადაშია. უკრაინული პოლკი – „აზოვის“ მებრძოლები – „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიას უკვე ორ თვეზე მეტია, იცავს.

უკრაინის ხელისუფლების, გაერო-სა და “წითელი ჯვრის” გაერთიანებული ძალებით, ქარხნის ტერიტორიიდან ასობით მშვიდობიანი მოქალაქე გამოიყვანეს, რომელიც იქ თავს რუსულ ბომბებს აფარებდა. ახლა დახმარებას „აზოვის“ პოლკის მებრძოლები ელიან. ისინი იტყობინებიან, რომ მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდიან, სურსათი და სხვა მარაგები ეწურებათ.

უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის შეფასებით, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ათასამდე სამხედრო პირი იმყოფება. მათი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. ბევრი მათგანი ბრძოლისუნარიანი აღარაა.

ქარხნის ტერიტორიაზე მოწყობილია საველე ჰოსპიტალი. იქ გადაღებულ  ფოტოებზე ჩანს, რომ ქარხნის ტერიტორიაზე რთული ოპერაციებიც მიმდინარეობს, კერძოდ, კიდურების ამპუტაცია.

ინტერნეტსივრცეში შექმნილია პეტიცია, რომელიც გაერო-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს „აზოველების“ ევაკუაციას ქარხნის ტერიტორიიდან. მარიუპოლის დაცვამ მტკიცედ განაცხადა, რომ ისინი დანებებას არ აპირებენ, მაგრამ მზად არიან, ქალაქი დატოვონ საკუთარი იარაღით იმ პირობით, თუ ამ მოლაპარაკებას გარანტიად მესამე მხარე ჩაუდგება.

ოთხშაბათს ვატიკანში „აზოვის“ პოლკის ორი მებრძოლის მეუღლე რომის პაპს შეხვდა. მათ პაპს სთხოვეს, მონაწილეობა მიიღოს იმ მებრძოლების ბედის გადაწყვეტაში, ვინც ახლა ქარხნის ტერიტორიაზე რჩება. არსებული ცნობებით, გარდა სამხედრო პირებისა, ქარხნის ტერიტორიაზე შესაძლოა, კიდევ რჩებოდეს მშვიდობიანი მოსახლეობა. 

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელმა პატრიარქ კირილეს მიმართა თხოვნით, ხელი შეუწყოს უსაფრთხო დერეფნის ორგანიზებას მარიუპოლის მცველებისთვის.

როგორც ჩანს, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე რჩებიან კვალიფიციური მედიკოსებიც. 

ცნობისთვის, „აზოვის“ დანაყოფი შეიქმნა 2014 წლის მაისში, მარიუპოლში 70 მოხალისისგან. იმავე წლის სექტემბერში გადაკვალიფიცირდა პოლკად, ხოლო ნოემბერში უკრაინის ნაციონალურ გვარდიას შეუერთდა. იმ დროისთვის „აზოვის“  წევრთა რიცხვი უკვე 800 ადამიანს აღწევდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები