გია ცაგარეიშვილი – სახალხო დამცველზე: არ შეიძლება პატიმრებს შორის ერთ-ერთი გამოარჩიო და მხოლოდ მასზე იდარდო

იცით მე როგორი სახალხო დამცველი მახსოვს? 2007 წოლის 7 ნოემბერს ოპერის ბაღთან ცემაში რომ კინაღამ მოკლეს. ეს სახალხო დამცველი მახსოვს სოზარ სუბარის სახით. ეს ქალბატონი ვისი დამცველია მე არ ვიცი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წვერმა, გია ცაგარეიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება, რომ სახალხო დამცველმა პატიმრებს შორის ერთ-ერთი გამოარჩიოს და მხოლოდ მასზე იდარდოს.

„მე პოლიტიკური თანამდებობის პირი ვარ და არ მინდა რაღაც წიაღებში შევიდე, მაგრამ ასევე ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ძალიან ბევრ რამეზე, რასაც ახლა ქალბატონი სახალხო დამცველი აკეთებს, გული წყდება. მის ნამუსზე იყოს. მას აქვს კანონით ამის უფლება და ხელს არავინ არ უშლის, თუ უნდა მეორე კონსილიუმი შექმნას, მესამე. აკონტროლოს ციხეებში შექმნილი მდგომარეობა, პატიმრების უფლებების დაცვის სტანდარტი. ოღონდ ეს უნიფიცირებული უნდა იყოს. არ შეიძლება პატიმრებს შორის ერთადერთი და ერთ-ერთი გამოარჩიო და მხოლოდ მასზე იფიქრო და იდარდო. თუმცა ესეც მისის უფლებაა და არჩევანის, გემოვნების საკითხიც არის“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები