სოზარ სუბარი: მშვიდობის შენარჩუნებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ

“მშვიდობაზე დიდი ღირებულება ქვეყნისთვის არ არსებობს”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი მშვიდობის შენარჩუნებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„მშვიდობაზე დიდი ღირებულება ქვეყნისთვის არ არსებობს. როდესაც ამის შენარჩუნება შეუძლებელია, როდესაც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება საქმე, როდესაც ქვეყნის ყოფნა-არყოფნას ეხება საქმე, რა თქმა უნდა, უნდა აიღო იარაღი ხელში და ბოლომდე იბრძოლო, მაგრამ დღეს ჩვენი ვალდებულებაა, ეს მშვიდობა შევინარჩუნოთ. მშვიდობის შენარჩუნებისთვის გავაკეთებთ ყველაფერს და „ქართული ოცნება“ არის გარანტი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ განმეორდა ის, რაც ჩვენ ერთხელ უკვე ვიხილეთ 2008 წელს, მანამდე კი – 1992-93 წლებში და ბევრჯერ ჩვენს ისტორიაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები