“მედუზას”, “ეხო მოსკვის”, Unian-ს კრემლის ყოველდღიურ ბრიფინგებზე დასწრება აუკრძალეს

მედიასაშუალება “მედუზას”, “ეხო მოსკვი”-ს, ასევე, უკრაინული Unian-ის კორესპონდენტებს კრემლის ყოველდღიურ ბრიფინგზე დასწრება აუკრძალეს.

პესკოვის ბრიფინგების ორგანიზატორებმა დღეს, გაფრთხილების გარეშე, “მედუზას” კორესპონდენტი ჩათიდან წაშალეს. კითხვაზე, თუ რატომ მოხდა ეს, ადმინისტრატორებმა უპასუხეს, რომ „ბრიფინგზე მონაწილე ჟურნალისტების რაოდენობას ვამცირებთ”.

ამასთან, მათ არ დაუკონკრეტებიათ, კიდევ რამდენი ჟურნალისტია სიიდან ამოღებული ან არის თუ არა საერთოდ ამოშლილი.

თუმცა, როგორც შემდგომში პესკოვმა თქვა, “მედუზას” გარდა, მის ბრიფინგებს არ დაესწრებიან ასევე “ეხო მოსკვი” და უკრაინული Unian-ი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები