თურქეთში სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად ჭერი ჩამოინგრა – ნანგრევებში შესაძლოა, ხალხი იყოს
თურქეთში, ბურსაში, სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად ჭერი ჩამოინგრა, ნანგრევებში შესაძლოა – ხალხი იყოს.
ამის შესახებ ტელეარხი A Haber-ი იტყობინება.
აღინიშნება, რომ ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები მიემართებიან.
ხალხი შეიძლება, ნანგრევების ქვეშ დარჩეს, იუწყება ტელეარხი A Haber.
ევაკუაციის შემდეგ, სავაჭრო ცენტრის შესასვლელები დაიკეტა.
ადგილზე პოლიცია, სახანძრო და მაშველები იმყოფებიან.
ნანგრევების ქვეშ ადამიანების ძებნა მიმდინარეობს.