“ყველაფერი ისეთივე ლეგიტიმური უნდა იყოს, როგორც – ყირიმის შემთხვევაში” – კრემლში ხერსონის შემოერთებას არ გამორიცხავენ
რუსეთის შემადგენლობაში ოკუპირებული ხერსონის ოლქის შეერთება ისეთივე ლეგიტიმურად უნდა მოხდეს, „როგორც ეს იყო ყირიმის შემთხვევაში“.
ამის შესახებ კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა, იქნება თუ არა ასეთი მიმართვა, ხერსონის რაიონის მცხოვრებლებმა უნდა გადაწყვიტონ და ხერსონის რეგიონის მცხოვრებლებმაც უნდა განსაზღვრონ საკუთარი ბედი. რა თქმა უნდა, ეს ის საკითხია, რომელიც ნათლად და გულდასმით უნდა შემოწმდეს და შეფასდეს იურისტების და სამართალმცოდნეების მიერ, რადგან ასეთ საბედისწერო გადაწყვეტილებებს უნდა ჰქონდეს აბსოლუტურად მკაფიო სამართლებრივი საფუძველი, დასაბუთება, უნდა იყოს აბსოლუტურად ლეგიტიმური, როგორც ეს იყო ყირიმის შემთხვევაში“, – თქვა პესკოვმა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის „ახალი ხელისუფლება“ გეგმავს პუტინისადმი მიმართვის გაგზავნას, რომ მან რეგიონი რუსეთს შეუერთოს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge