„აზოვის“ მებრძოლები დაჭრილი სამხედროების სასწრაფო ევაკუაციას ითხოვენ

„აზოვის“ პოლკის მებრძოლები დაჭრილი სამხედროების ფოტოებს აქვეყნებენ და აღნიშნავენ, რომ ისინი ანტისანიტარიულ პირობებში, საჭირო მედიკამენტებისა და საკვების გარეშე იმყოფებიან.

„მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ უნდა დაინახოს, რა პირობებში იმყოფებიან მარიუპოლის დაჭრილი სამხედროები და იმოქმედოს! სრულ ანტისანიტარიულ პირობებში, ღია ჭრილობებით, არასტერილური სახვევის ნარჩენებით, საჭირო მედიკამენტებისა და საკვების გარეშე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მარიუპოლის მცველები დაჭრილი სამხედროების სასწრაფო ევაკუაციას ითხოვენ.

„მოვითხოვთ დაჭრილი სამხედროების სასწრაფო ევაკუაციას უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, სადაც მათ გაუწევენ დახმარებას და სათანადო ზრუნვას“, – აცხადებენ მარიუპოლის მცველები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები