უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი გარდაიცვალა

უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კრავჩუკის ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს, 2022 წლის 10 მაისს, კიევის დროით 17:00 საათზე, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა დამოუკიდებელი უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ მაკაროვიჩ კრავჩუკი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კრავჩუკის გარდაცვალება ტელეგრამის არხზე უკრაინის სახალხო დეპუტატმა, ირინა გერაშჩენკომ დაადასტურა.

„ლეონიდ კრავჩუკი გარდაიცვალა“, – წერს გერაშჩენკო.

2021 წლის ივნისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ლეონიდ კრავჩუკის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მოგვიანებით კრავჩუკს გულზე ოპერაცია გაუკეთეს და რეაბილიტაციისთვის გერმანიაში გაგზავნეს.

ლეონიდ კრავჩუკი უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობას 1991-94 წლებში იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები