უკრაინა ევროპისკენ რუსული გაზის მესამედის ტრანზიტს აჩერებს
რუსი ოკუპანტების ქმედებების გამო, უკრაინის ბუნებრივი აირის სატრანზიტო სისტემის ოპერატორი, 11 მაისიდან, რუსული გაზის მესამედის ტრანზიტს აჩერებს.
ამის შესახებ უკრაინული კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია.
კომპანია აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად „სოხრანივკისა“ და „ნოვოპსკოვის“ სადგურების ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარეობას ასახელებს.
„უკრაინის გაზის სატრანზიტო სისტემის ოპერატორი იტყობინება ფორსმაჟორული სიტუაციის შესახებ, რომლის გამოც გაზის გამანაწილებელი სადგური „სოხრანივკიდან“ და საკომპრესო სადგური „ნოვოპსკოვიდან“, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარეობენ, ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების გაგრძელებას შეუძლებელს ხიდს. საკომპრესო სადგური „ნოვოპსკოვი“ არის ლუგანსკში უკრაინის გაზის ტრანზიტის სისტემის პირველი საკომპრესო სადგური, რომლიდანაც ევროპაში რუსული გაზის თითქმის 1/3 (დღეში 32.6 კუბურ მეტრამდე) გადის“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.