უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში 4 დასახლება გაათავისუფლეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, უკრაინელებმა ჩერკასი ტიშკის, რუსული ტიშკის, რუბიჟნესა და ბაირაკის დასახლებები გაათავისუფლეს.
„ხარკოვის რეგიონში უკრაინის თავდაცვის ძალების კოორდინირებული მოქმედებების შედეგად განთავისუფლდა დასახლებები: ჩერკასი ტიშკი, რუსული ტიშკი, რუბიჟნე და ბაირაკი“, – აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.