“აშშ სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიან მშვიდობას უჭერს მხარს” – სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთის აქციებზე

“აშშ მოუწოდებს სომხეთის ხელისუფლებას, გამოიჩინოს თავშეკავება, მომიტინგეებმა კი თავი შეიკავონ ძალადობისგან და პატივი სცენ კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

“გასულ კვირას სომხურ მხარესთან სტრატეგიული დიალოგი გვქონდა და სწორედ ამ ფორუმზე დავადასტურეთ ჩვენი ორმხრივი ერთგულება სომხეთის დემოკრატიული განვითარებისადმი, ასევე, სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა.

ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობიანი პროტესტი ღია პოლიტიკური სისტემის ნაწილია. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს გამოხატვის ფუნდამენტურ თავისუფლებებს და მშვიდობიან შეკრებას. ჩვენ მოვუწოდებთ ხალხს, მშვიდობიანი გზით გამოხატონ თავიანთი აზრი. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოიჩინოს თავშეკავება და მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ ძალადობისგან და პატივი სცენ სომხეთში კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები