აშშ-ის დაზვერვა: პუტინს რუსეთში საომარი მდგომარეობის შემოღება და დნესტრისპირეთში ომის დაწყება უნდა
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, უკრაინაში წარუმატებელი „სპეციალური ოპერაციის“ ფონზე, სავარაუდოდ, რუსეთში საომარ მდგომარეობას გამოაცხადებს და ომს მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გააჩაღებს.
ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ავრილ ჰეინსმა სენატში გამოსვლისას თქვა, რომლის სიტყვებს AFP News Agency-ი ციტირებს.
ჰეინსის თქმით, პუტინმა გადაწყვიტა რუსეთის მიერ კონტროლირებად დნესტრისპირეთში საბრძოლო მოქმედებების გაფართოება. ამასთან, მან არ დააკონკრეტა, აქვს თუ არა ამჟამად რუსეთს პუტინის ამ ახირების შესასრულებელი პოტენციალი.
გარდა ამისა, აშშ-ის დაზვერვამ შეიტყო, რომ რუსეთის ლიდერი გეგმავს გრძელვადიანი ომის დაწყებას რეგიონში იმ იმედით, რომ აშშ და ევროპა წინააღმდეგობის გაწევაში “სიმტკიცეს დაკარგავენ”.
ჰეინსმა ასევე დასძინა, რომ პუტინს შეუძლია რუსეთში საომარი მდგომარეობის შემოღება, რათა უკრაინის წინააღმდეგ დაპირისპირებისთვის ძალების მობილიზება მოხდეს.