“აქამდე გადაგიყლაპავთ და კარგადაც გამოგდიოდათ” – ზახაროვა ევროკავშირთან დაკავშირებით კულებას სიტყვებზე
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა უკრაინის პირველი დიპლომატის, დმიტრო კულებას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც უკრაინელმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ თუ “უკრაინა არ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, მაშინ ეს ევროკავშირის მხრიდან მოტყუებას ნიშნავს და უკრაინა ამას არ გადაყლაპავს”.
ზახაროვამ აღნიშნულს “ტელეგრამ” არხზე უპასუხა.
“უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კულება: „თუ ჩვენ კანდიდატის სტატუსს არ მივიღებთ, ეს შეიძლება, მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდეს – ევროპა ცდილობს ჩვენ მოტყუებას და ჩვენ ამას არ გადავყლაპავთ”. მანამდე ხომ ყლაპავდით და კარგად გამოგდიოდათ”, – წერს ზახაროვა.