უკრაინის დაზვერვა: ოკუპანტები აგრძელებენ მოპარული მარცვლეულის ექსპორტს რუსეთსა და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე

უკრაინის სადაზვერვო სამსახურის განცხადებით, უკრაინიდან მოპარული მარცვლეული უკვე ხმელთაშუა ზღვაშია.

მათივე ცნობით, ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინაში მოპარული მარცვლეულის ექსპორტს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და ოკუპირებულ ყირიმში.

დაზვერვის მონაცემებით, პოლოგიში, ზაპოროჟიას რეგიონში მარცვლეული და მზესუმზირის თესლი მზადდება რუსეთში ტრანსპორტირებისთვის.

“მარცვლეულით დატვირთულმა რუსულმა KAMAZ-ებისა და DAF-ების კოლონამ ენერგოდარიდან სამხედროების მფარველობით დატოვა კამიანკა, დნიპროვსკას მიმართულებით. საბოლოო დანიშნულების ადგილი ოკუპირებული ყირიმია.

ხარკოვის ოლქის სოფელ ვოლოხივ იარში თანამშრომლები ეხმარებიან ოკუპანტებს მარცვლეულის ამოღებაში. რუსეთის საზღვარზე მარცვლეულით დატვირთული სატვირთო მანქანები იგზავნება. 1500 ტონა მარცვლეული ხერსონის ოლქის მალაია ლეპეტიხადან ოკუპირებულ ყირიმში იქნა ექსპორტირებული”,– აცხადებს უწყება.

ამავე ცნობით, მარცვლეულის გარდა, ოკუპანტები ყირიმში ახორციელებენ მოპარული ბოსტნეულის – ჭარხლის, კარტოფილისა და კომბოსტოს ექსპორტსაც.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები