ერევანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
ერევანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ბაგრათუნიაცის გამზირზე შეტაკება მოხდა.
შეკრებილებმა ქუჩის გადაკეტვა სცადეს, პატრიოტულ სიმღერებს მღეროდნენ, თუმცა, პოლიცია მათ ქუჩის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა.
ძალოვნებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს, ამის მერე მსვლელობა გაგრძელდა.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ – “ნიკოლ, მოღალატე!”
სომხეთის ვიცესპიკერმა, იშხან საღათელიანმა განაცხადა – „რამდენ ადამიანსაც დააკავებთ, 10-ჯერ მეტი ვიქნებით“.
დღეს სულ 61 ადამიანია დაკავებული.