დღეს საქართველო ევროკომისიას შევსებული კითხვარის მეორე ნაწილს გადასცემს

საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა დაასრულა და პასუხებს ევროკომისიას დღეს, 10 მაისს დაუბრუნებს.

კითხვარის მეორე ნაწილი 33 თავისგან შედგება და დაახლოებით 2300-მდე კითხვას აერთიანებს. ის დარგობრივ თემებსა და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას ეხება.

ცნობისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააგზავნა, 11 აპრილს კი ევროკომისიისგან კანდიდატის წევრობის კითხვარი მიიღო.

შეგახსენებთ, 2 მაისს ევროკავშირის კითხვარის შევსებული ნაწილი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩს გადასცა. ევროკავშირის წევრობის კითხვარის პირველი ნაწილი პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს ეხებოდა.

როგორც წესი, კითხვარის შევსების და კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცედურა წლები გრძელდება, თუმცა ამჯერად პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს და ქვეყნებს კითხვარის შესავსებად ერთთვიანი ვადა მიეცათ, ევროკომისიის შეფასება კი, სავარაუდოდ, ივნისში იქნება მზად.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები