სოზარ სუბარი: პენიტენციურ სამსახურს სრულ ნდობას ვუცხადებ

“ხელისუფლებაში ყველაზე მეტად ვისაც შეიძლება, ეს საკითხი აწუხებდეს და აინტერესებდეს, ეს არის იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას “იმედის” ეთერში განაცხადა.

სუბარი პენიტენციურ სამსახურს სრულ ნდობას უცხადებს.

„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი არის უაღრესად პოლიტიზებულიპოლიტიზებულობის ხარისხის აწევას ცდილობენ ყოველწუთიერად ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები. ეს არ არის გამართლებული, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობას და როდესაც საქმე ეხება პატიმრის გათავისუფლება-არგათავისუფლების თემას. ოჯახის წევრებს ბუნებრივია აწუხებთ და აინტერესებთ პატიმრის ჯანმრთელობა. თუ ოჯახის შემდეგ ვინმეს აინტერესებს და აწუხებს ეს თემა, ეს არის სწორედ ხელისუფლება იმიტომ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა არის როგორი იქნება ნებისმიერი პატიმრის და, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა. სააკაშვილის კიდევ უფრო მეტად იმიტომ, რომ როდესაც საუბარია ყოფილ პრეზიდენტზე, ბუნებრივია პოლიტიკური ყურადღება გაცილებით მეტია. ხელისუფლებაში ყველაზე მეტად ვისაც შეიძლება, ეს საკითხი აწუხებდეს და აინტერესებდეს, ეს არის იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური. მე სრულ ნდობას ვუცხადებ პენიტენციურ სამსახურს. როდესაც ვლაპარაკობთ სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფზე, რომელსაც აბსოლუტურად არასწორად და შესაძლოა გამიზნულად არასწორადაც უწოდებენ კონსილიუმს. ერთი თხოვნა მექნებოდა მათთან: როდესაც საუბრობენ, რომ ასეთი მძიმეა სააკაშვილის მდგომარეობა, გამოაქვეყნონ კონკრეტული დასკვნები, რა კვლევებს ეყრდნობიან, რა ანალიზებს ეყრდნობიან, რა დიაგნოზი დასვეს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები