გიორგი ხელაშვილი გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის კოლეჯის სტუდენტებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამეფო კოლეჯის სტუდენტებს შეხვდა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„სამეფო კოლეჯის მსმენელები სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანრიგის სამხედროები არიან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თავიანთ ქვეყნებში სტრატეგიული ურთიერთობების საკითხებით და ამ სტრატეგიულ საკითხებზე მუშაობენ როგორც სამხედრო, ასევე, პოლიტიკური მიმართულებით. საქართველოში მათი ვიზიტი გამოხატავდა ამ დაწესებულების, ასევე, მათ პიროვნულ არჩევანს და ინტერესს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა როგორც უსაფრთხოების თემებს რეგიონში, ასევე, საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, ჩვენი ქვეყნის ისტორიულ განვითარებას.

სტუმრები ასევე დაინტერესდნენ ცალკეულ ქვეყნებთან ჩვენი ურთიერთობის საკითხებით. ჩვენი ქვეყნის შიდა განვითარებით სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით, რამდენადაც ეს ოფიცრები დაინტერესებული არიან მათი ქვეყნის და საქართველოს შემდგომი ურთიერთობებით”, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ,
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, სადაც გიორგი ხელაშვილმა უპასუხა სტუმრების შეკითხვებს, რომლებიც ძირითადად შეეხებოდა რუსეთის აგრესიას უკრაინაში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას.

შეხვედრას ესწრებოდა ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები