შალვა პაპუაშვილი: ყველა ადამიანი, ვინც ამბობს – „თავისუფლება მიშას“, დასცინის სააკაშვილის დანაშაულის მსხვერპლებს და მართლმსაჯულების იდეას

სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის მკვლელებისთვის თავის არიდებაში იყო ჩართული. ქართულ სასამართლოს სხვა არაფერი უთქვამს, გარდა იმისა, რაც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა, ვინც ამბობს – „თავისუფლება მიშას“, დასცინის სააკაშვილის დანაშაულის მსხვერპლებს და მართლმსაჯულების იდეას.

“მისი მომხრეები განაგრძობენ სხვადასხვა გზის ძიებას იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დაიხსნან და აარიდონ ის სასჯელი, რაც მას სამართლიანად მიუსაჯა სასამართლომ პარლამენტის წევრის ცემის ორგანიზებისთვის და სანდრო გირგვლიანის მკვლელებისთვის ხელის დაფარებისთვის.

სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის მკვლელებისთვის თავის არიდებაში იყო ჩართული. ქართულ სასამართლოს სხვა არაფერი უთქვამს, გარდა იმისა, რაც სტრასბურგის სასამართლომ თქვა. შესაბამისად, ყველა ადამიანი მისი წარმომავლობის თუ თანამდებობის მიუხედავად, ვინც ამბობს „თავისუფლება მიშას“, დასცინის სააკაშვილის დანაშაულის მსხვერპლებს და მართლმსაჯულების იდეას.

სახელმწიფო ვალდებულია, აღასრულოს ის განაჩენი, რომელიც გამოიტანა ქართულმა სასამართლომ სამივე ინსტანციაში და რომელიც სტრასბურგის სასამართლოს მიერ არის დადასტურებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები