შალვა პაპუაშვილი: მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს

9 მაისი ჩვენი ხალხის მეხსიერებაში ინახავს უსახელო და სახელოვანი გმირების ისტორიას. დღეს, ყველა პატივს მივაგებთ თანამემამულეებს, ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ბრძოლას უკეთესი მომავლისთვის, – ასე მიულოცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე.

„თქვენთან ერთად მინდა, ვიყო იმ ემოციის თანაზიარი, რომელსაც 9 მაისი იწვევს თქვენში… როდესაც წამებში ცოცხლდება მოგონება – სადაც სევდა, ტკივილი და სიხარული ერთმანეთს ენაცვლება.

9 მაისი ჩვენი ხალხის მეხსიერებაში ინახავს უსახელო და სახელოვანი გმირების ისტორიას. დღეს ყველა პატივს მივაგებთ თანამემამულეებს, ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ბრძოლას უკეთესი მომავლისთვის.

მინდა, პატივისცემა გამოვხატო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ყველა ვეტერანის მიმართ. თქვენმა გმირობამ შექმნა ისტორია და გადაარჩინა მომავალი.

მადლობას გიხდით თავდადებისთვის!

ეს დღე თქვენია, თქვენ მიერ მოპოვებული გამარჯვება კი მთელი კაცობრიობის!“, – შალვა პაპუაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები