“უკრაინაში ამჟამად ოთხი “ახალი ბუჩაა” – არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, ალექსი არესტოვიჩი ამბობს, რომ უკრაინაში კიდევ ოთხი “ბუჩა“ გრძელდება – ორი ზაპოროჟიეს მიმართულებით, ორი კი – ხერსონში.

ამის შესახებ მან ისრაელის ტელეარხის მე-9 არხის ეთერში განაცხადა.

„ჯერჯერობით, საუბარი უკრაინელი ხალხის გადარჩენაზეა, რადგან რუსული არმია აქ გენოციდს ახორციელებს და, სხვათა შორის, გაერო-ს საერთაშორისო სასამართლო ამ საქმეს, უკრაინის წინააღმდეგ, სწორედ რუსეთის გენოციდად განიხილავს. ასე ჰქვია საქმეს და არა სხვანაირად“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი ამბობს, რომ უკრაინაში ოთხი “ახალი ბუჩაა” – ორი ზაპოროჟიეს მიმართულებით, ორი – ხერსონში”

“მასობრივი გაუპატიურებები, ბავშვების, მოხუცების მკვლელობები, მშვიდობიანი მოსახლეობის დახვრეტა და ა.შ. რომელ “ძმობაზე” შეიძლება, ვისაუბროთ? რომც მოხდეს ურთიერთობის აღდგენა, რადგან მაინც მეზობლები ვართ – ეს ძალიან შორეული ამბავია. ახლა კი ჩვენი ამოცანა  გადარჩენაა”, – შეაჯამა არესტოვიჩმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები