ილია დარჩიაშვილსა და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრ იაირ ლაპიდს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, იაირ ლაპიდმა ქართველ კოლეგას მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და უსურვა წარმატება მომავალ საქმიანობაში.

სატელეფონო საუბრისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ისრაელის ისტორიულ მჭიდრო მეგობრობას და განიხილეს ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები. მინისტრებმა აღნიშნეს ეკონომიკური მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დიდი პოტენციალი.

სატელეფონო საუბრისას ილია დარჩიაშვილმა და იარ ლაპიდმა საუბრისას ასევე მიმოიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კავშირების გაგრძელებასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები