დევიდ ქემერონმა ნატოს რუსეთთან ურთიერთობების გადახედვისკენ მოუწოდა

   დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ლიდერებს და ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს მოუწოდა რუსეთთან ურთიერთობებს ხელახლა გადახედოს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ქემერონის აზრით, ურთიერთობების გადახედვა უნდა მოხდეს პოლიტიკური და არა ეკონომიკური კუთხით.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დევიდ ქემერონი უელსის სამიტზე სიტყვით გამოსვლას გეგმავს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი პრობლემატურად ხედავს პუტინის რეჟიმის პოზიციას ნატოს პოლიტიკური ბლოკის მიმართ, რომელსაც რუსეთი მტრის თვალით უყურებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები