რუსეთის შეჭრით უკრაინამ მშპ-ის 50%-ზე მეტი დაკარგა და ამ ზარალის ასანაზღაურებლად ეკონომიკა 5 წლის განმავლობაში 15%-ით უნდა იზრდებოდეს, 10 წლის განმავლობაში – 7%-ით.
ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკური კვლევებისა და პოლიტიკური კონსულტაციების ინსტიტუტის თავმჯდომარემ, იგორ ბურაკოვსკიმ ვარშავაში გამართულ კონფერენციაზე „ომის შემდეგ“ ისაუბრა.
“ეკონომიკის აღდგენა არ არის საერთაშორისო საზოგადოების საჩუქარი. ეს არის დიდი საინვესტიციო პროექტი, რომელშიც თავად უკრაინასაც უნდა ჰქონდეს წვლილი. უკრაინის ომის შემდგომი აღმშენებლობა უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვს როგორც ხელისუფლებისგან, ისე – საზოგადოებისგან. კერძოდ, სამოქალაქო საზოგადოებამ ხელი უნდა შეუწყოს მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის რეგულარული, პატიოსანი და პასუხისმგებელი დიალოგის დამყარებას, ასევე, შესაბამისი პრობლემების ეფექტური გადაწყვეტის შეთავაზებას“, – თქვა ბურაკოვსკიმ.
ექსპერტის აზრით, სამოქალაქო საზოგადოება უნდა გახდეს აღდგენის ძალისხმევის მობილიზების მამოძრავებელი.
„როგორც სხვადასხვა დონის პოლიტიკური, სოციალური, კულტურული ინტერესების წარმომადგენელმა და უკრაინის თავდაცვის აქტიურმა მონაწილემ, ყველამ უნდა ითამაშოს გადამწყვეტი როლი იმის განსაზღვრაში, თუ რა სახის აღდგენა სჭირდება ქვეყანას“, – ხაზგასმით აღნიშნა ანალიტიკოსმა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge