“ადმირალ მაკაროვი” აღარ არის” – უკრაინელებმა კიდევ ერთი რუსული გემი გაანადგურეს
უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი რუსული გემი – “ადმირალ მაკაროვი” გაანადგურეს.
გამოცემა “დუმსკაიას” ინფორმაციით, შავ ზღვაში, ზმეინის კუნძულთან რუსულ ფრეგატს ცეცხლი უკიდია. მიმდებარე აკვატორიას რუსული ავიაცია აკონტროლებს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, გემს “ნეპტუნიდან” ესროლეს.
როგორც სოციალურ ქსელში უკრაინის სახალხო დეპუტატმა, ალექსი გონჩარენკომ დაწერა, „ადმირალ მაკაროვის ფრეგატი 2012 წლის თებერვალში კალინინგრადის “იანტარის” გემთმშენებელ ქარხანაში აეწყო და გაშვებული იქნა 2015 წლის სექტემბერში. 2022 წელს კი, როდესაც უკრაინელების მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა, კრეისერ „მოსკვას“ გზას დაადგა, იქ, სადაც უნდა ყოფილიყო!”.
მომხდარის ოფიციალური დადასტურება ჯერ არ მომხდარა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge