სასკოლო ექსკურსიების წესები მკაცრდება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასკოლო ექსკურსიების წესები მკაცრდება.

უწყების ცნობით, ახალი რეკომენდაციით, ექსკურსიის ორგანიზატორი მგზავრობისას და ექსკურსიის ადგილზე მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იქნება პასუხისმგებელი.

ასევე, ექსკურსიის ორგანიზატორს უნდა ჰქონდეს მოსწავლის მშობლის წერილობითი თანხმობა იმ შემთხვევაში, თუ მას ექსკურსიაზე თან წარმომადგენელი არ ახლავს.

ამასთან, აიკრძალება ექსკურსიაზე ერთ დღეზე მეტი ხნით, ღამისთევით დარჩენა. ასევე, შეიზღუდება სკოლიდან 150 კმ-ზე მეტ მანძილზე წასვლა. გარდა ამისა, არასრულწლოვანები არ უნდა მოხვდნენ მდინარის, წყალსაცავებისა, მეწყერსაშიში და დაუცველი ტერიტორიების სიახლოვეს.

სავალდებულოა, რომ ექსკურსიისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში იყოს სამედიცინო დახმარების ჩანთა და ექსკურსიის მონაწილე სრულწლოვან პირებს შორის იყოს სულ მცირე ერთი ქმედუნარიანი პირი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო დახმარების აღმოჩენას შეძლებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები