აკაკი ბობოხიძე: ძალიან ვწუხვარ, რომ სააკაშვილი ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო მისმა პარტიამ, ადამიანებმა – ვინც “ჩამოდი, ჩამოდი” უძახა და მისივე შეცდომებმა
ეს ყველაფერი მოიტანა “ნაცმოძრაობის” ვითომ გულმხურვალე გულშემატკივრების და მიხეილ სააკაშვილის ერთობლივმა შეცდომამ, როდესაც ის დაბრუნდა საქართველოში და ჰქონდა იმედი, რომ ამომრჩეველი მზად იყო, ის ფიზიკურად დაეცვა, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი შეცდომაში მისივე პარტიის წევრებმა შეიყვანეს.
“ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი მეგობარი, მიხეილ სააკაშვილი ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო მისმა პარტიამ. ამ ადამიანებმა, ვინც “ჩამოდი, ჩამოდი” უძახა და მისივე შეცდომებმა. ეს ყველაფერი მოიტანა “ნაციონალური მოძრაობის” ვითომ გულმხურვალე გულშემატკივრების და მიხეილ სააკაშვილის ერთობლივმა შეცდომამ, როდესაც ის დაბრუნდა საქართველოში და ჰქონდა იმედი და განცდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი მზად იყო, რომ ფიზიკურად დაეცვა ის”, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.