“პატარკაციშვილმა ვანო მერაბიშვილის ლიკვიდაცია და “ ემვედეს“ ხელში ჩაგდება მთხოვა”

 შსს-ს სოდის ყოფილი ხელძღვანელი ერეკლე კოდუა აცხადებს, რომ ბადრი პატარკაციშვილი ვანო მერაბიშვილის ლიკვიდაციას ითხოვდა. როგორც კოდუამ ტელეკომპანია “რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, პატარკაციშვილის შეკვეთა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა – შს მინისტრის მოკვლა, “ემვედე”-ს ხელში ჩაგდება და არჩევნების დღეს საარჩევნო ბიულეტენების გამოტანა იყო.
“ჯერ ამბობდა, რომ ვანო მერაბიშვილი როგორმე უნდა დავაპატიმროთო, ავუხსენი, რომ ეს იდეა არ იყო რეალური, რადგან დაცვის 25 თანამშრომელი ჰყავდა, მერე თვითონ შემომთავაზა ნემსი გავუკეთოთო, თითქოს უნდოდა ეთქვა, რომ მოვკლათო, თან ბოლომდე ვერ ამბობდა, თან ხელს მაჩვენებდა…. ანუ, მერაბიშვილი უნდა მომეკლა, ეს რომ გამეკეთებინა დაცვის შვიდი თანამშრომელიც მოსაკლავი გახდებოდა. ჯერ შემეკითხა რამდენი კაცი გყავსო, აინტერესებდა შევძლებდი თუ არა “ემვედეს“ ხელში აღებას, მინისტრი უნდა მომეკლა, “ემვედე“ ხელში უნდა ჩამეგდო და ამ ყველაფრისთვის მე უნდა მეხელმძღვანელა“, – განაცხადა კოდუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები