ხათუნა ლაგაზიძე ერეკლე კოდუას განცხადებაზე: რა უბედურებაა გარდაცვლილთან ბრძოლა!

საღი აზრი ვისაც შერჩა ხომ უნდა მიხვდეს, რომ ამ სიბინძურეებით “ნაციონალები” კიდევ უფრო ითხრიან სამარე,  – ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე შსს-ს სოდ-ის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ მას ბადრი პატარკაციშვილმა გოგა ხაინდრავას მკვლელობა დაავალა.
“საღი აზრი ვისაც შერჩა, ხომ უნდა მიხვდეს, რომ ამ სიბინძურეებით “ნაციონალები” კიდევ უფრო ითხრიან სამარეს, უფრო სწორედ თავად იყრიან მიწას. იმის ნაცვლად, რომ საზოგადოებაში არსებული აგრესიის განეიტრალებას შეეცადონ! რა უბედურებაა ეს: გარდაცვლილთან ბრძოლა“- წერს ლაგაზიძე.
შეგახსენებთ, რომ სოდ-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა ერეკლე კოდუამ “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ბადრი პატარკაციშვილმა გოგა ხაინდრავას მკვლელობა დაუკვეთა.
როგორც კოდუამ აღნიშნა, მას პატარკაციშვილმა უთხრა, რომ დანარჩენი სამი ადამიანის სიას შემდეგ მიაწოდებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები