ტრამპმა სომალელ ემიგრანტებს “ნაგავი” უწოდა

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სომალელ ემიგრანტებს „ნაგავი“ უწოდა და განაცხადა, რომ ისინი სახლში უნდა დააბრუნონ.

“ისინი არაფერში გვეხმარებიან. გულახდილად გეტყვით, არ მინდა, რომ ისინი ჩვენს ქვეყანაში იყვნენ. თუ ჩვენს ქვეყანაში ნაგვის შემოტანას გავაგრძელებთ, არასწორი გზით წავალთ”,- აღნიშნა ტრამპმა.

ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც, გავრცელებული ინფორმაციით, ადმინისტრაცია მინესოტაში არალეგალური სომალელების წინააღმდეგ საიმიგრაციო სამართალდამცავ ორგანოებს ამკაცრებს.

“კაბინეტის სხდომაზე ქსენოფობიური გამონათქვამით ტრამპმა სომალელები და კონგრესის წარმომადგენელი ილჰან ომარი გააკრიტიკა, რომელიც სომალიდანაა და აშშ-ის მოქალაქეა. მან თქვა, რომ სომალი „საშინელებაა“,- წერს “გარდიანი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები