“რუსეთი უკრაინის მოსაზღვრე რაიონებში ქოლერის ეპიდემიისთვის ემზადება” – უკრაინის დაზვერვა

 

უკრაინის დაზვერვაში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა შესაძლოა, პროვოკაციები მოაწყოს და უკრაინის სახელმწიფო ბიოლოგიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულოს.

აღინიშნება, რომ რუსეთის ფედერაციის, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში ქოლერის ეპიდემიასთან საბრძოლველად ემზადებიან. შესაბამის განკარგულებას ხელი რუსეთის მთავარმა სანიტარმა, ანა პოპოვამ მოაწერა.

დოკუმენტში, სახელწოდებით – “ქოლერის პროფილაქტიკისთვის დამატებითი ზომების შესახებ”, ყურადღებაა გამახვილებული ქოლერის ეპიდემიისთვის მომზადებაზე ბრაიანსკის, კურსკის, ბელგოროდის, ვორონეჟის, როსტოვის რეგიონებში, ასევე, კრასნოდარის მხარესა და ოკუპირებულ ყირიმში.

პოპოვამ ფედერალური სამსახურის ტერიტორიული განყოფილებების ხელმძღვანელებს დაავალა:

– მოამზადონ ლაბორატორიები ქოლერის კვლევისთვის; გააძლიერონ კონტროლი საცალო ობიექტებზე, ხალხმრავალ ადგილებზე, ასევე, მოხდეს მოსახლეობის ინფორმირება დაავადების პრევენციის ღონისძიებების შესახებ – 15 მაისამდე;

– უზრუნველყონ სამედიცინო დაწესებულებების მზადყოფნა ანტიეპიდემიური ღონისძიებების გასატარებლად და მოამზადონ საჭირო მედიკამენტების ოდენობის გაანგარიშება 1-ელ ივნისამდე.

უკრაინის დაზვერვაში აცხადებენ, რომ, “სავარაუდოდ, მაისის ბოლოს – ივნისის დასაწყისში, რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ უკრაინის მოსაზღვრე რაიონებში შესაძლოა, პროვოკაციებს მიმართოს. ტრადიციულად, ისინი შეეცდებიან, ამაზე პასუხისმგებლობა უკრაინას დააკისრონ და დაადანაშაულონ “ბიოლოგიური იარაღის გამოყენებაში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები