რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 მაისის მონაცემები

 

უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 3 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 24 200 ადამიანი;
ტანკი – 1062 ერთეული;
ჯავშანტექნიკა / APV – 2 567 ერთეული;
საარტილერიო სისტემა – 475 ერთეული;
MLRS – 162 ერთეული;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 80 ერთეული;
თვითმფრინავი – 194 ერთეული;
ვერტმფრენი – 155 ერთეული;
საავტომობილო მანქანა – 1 843 ერთეული;
გემი/ნავი – 10 ერთეული;
საწვავის ავზი – 76 ერთეული;
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 291;
სპეციალური აღჭურვილობა – 38;
საკრუიზო რაკეტა [ჩამოაგდეს] – 84.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 2 მაისს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 3 მაისამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:

146 თვითმფრინავი;
112 ვერტმფრენი;
690 უპილოტო საფრენი აპარატი;
285 საზენიტო სარაკეტო სისტემა;
2 760 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;
316 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები;
1 246 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი;
2 578 სპეციალური სამხედრო მანქანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები