“ნეფთჩისა” და “ჩიხურას” ინციდენტის შესახებ საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის საუბარი შედგა
საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობა და სამომავალ პერსპექტივა განიხილეს.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი ასევე შეეხო აზერბაიჯანში საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს. საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა საუბრისას აღნიშნეს, რომ მსგავსი ინციდენტები ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობა ზეგავლენას ვერ მოახდენს.