ბორის ჯონსონი დღეს უკრაინის რადას სიტყვით მიმართავს

დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი უკრაინის რადას მიმართავს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბორის ჯონსონი სიტყვით გამოსვლისას აღნიშნავს, რომ ტირანიის მიმართ უკრაინის წინააღმდეგობა სამაგალითოა მსოფლიოსთვის.
ასევე, ბორის ჯონსონი უკრაინისთვის 375 მილიონი დოლარის ოდენობის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადებს.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები