რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტების შესახებ იმსჯელა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა „2016 წლის 11 თებერვლის „საქართველოს და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს ურბანული რეკონსტრუქცია და განვითარება)” №2 ცვლილების წერილ-შეთანხმება” განიხილეს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის 2016 წელს გაფორმდა ფინანსური ხელშეკრულება ,,საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტი”.

გამოითქვა მზადყოფნა საქართველოს გამოეყოს 100 მილიონი ევრო სესხის სახით ,,საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის” ღონისძიებების დაფინანსებისათვის. ამ სესხის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცირე ზომის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, როგორიცაა: გზები, ქუჩები, კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, თბილისის სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. სესხის მოცულობა 100 მილიონი ევროა, დაფარვის ვადაარაუმეტეს 25 წელი.

დღესვე კომიტეტმა იმსჯელა „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების” (კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი) რატიფიცირების საკითხზე. 2022 წელს ხელი მოეწერა საქართველოს და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო შეთანხმებას. გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, დაწყებულია სამშენებლო სამუშაოები საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის და ვაზიანი-საგარეჯოს საავტომობილო გზის, ასევე ოთხზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მონაკვეთზე. სამშენებლო სამუშაოები და მათზე განსახორციელებელი საზედამხედველო მომსახურება სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

საგარეჯო-ბადიაურის გზის მონაკვეთის (17 კმ) სამშენებლო სამუშაოების ხანგრძლივობა მოიცავს 30 თვეს, რასაც დაემატება დეფექტების შეტყობინების 24 თვე. „აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად IBRD გამოყოფს სესხს 97.700,000 ევროს ოდენობი”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მსესხებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. პროექტს განახორციელებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით. კომიტეტმა მხარი დაუჭირა სარატიფიკაციო დოკუმენტების პლენარულ სხდომაზე გატანას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები