პოდოლიაკი – ლავროვის განცხადებაზე: კრემლი უკრაინაში გენოციდის გამართლებას ცდილობს
ლავროვის ღიად გამოხატული ანტისემიტური განცხადებები კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ რუსეთი ნაცისტური იდეოლოგიის მემკვიდრეა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, მიხაილო პოდოლიაკი ”Twitter”-ზე წერს.
პოდოლიაკის თქმით, კრემლს ასეთი განცხადებებით უკრაინაში მომხდარი მასობრივი ხოცვა-ჟლეტის გამართლება სურს.
”ისტორიის გადაწერის მცდელობაში მოსკოვი უბრალოდ ეძებს არგუმენტებს უკრაინელების მასობრივი მკვლელობების გასამართლებლად”, – წერს პოდოლიაკი
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იტალიურ ტელევიზიასთან, Mediaset-თან ინტერვიუში განაცხადა: “მერე რა, თუ ზელენსკი ებრაელია, ჰიტლერსაც კი ებრაული სისხლი ჰქონდა.”
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge