დავით მაღრაძე: მეორე ფრონტი ნიშნავს, ჩვენი შვილების სიცოცხლე მსხვერპლად შევწიროთ სხვისი შვილების ბედნიერებას

„მეორე ფრონტი ნიშნავს, ჩვენი შვილების სიცოცხლე მსხვერპლად შევწიროთ სხვისი შვილების ბედნიერებას. საკუთარი ახალგაზრდობის გადარჩენის მცდელობა არის სწორ მხარეზე დგომა“, – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ისტორიის სწორ მხარეზე დგომა არის ვექტორი, რომელიც განსაზღვრა ხელისუფლებამ მოსახლეობასთან ერთად და ცივილიზებულ სამყაროსთან გადაწყვიტა თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, (რუსეთისთვის სანქციების ასავლელი) შავი ხვრელების არარსებობა არის სწორ მხარეზე დგომა. უკრაინელი ხალხის თანადგომა და თანაგრძნობა არის სწორ მხარეზე დგომა და საკუთარი თავის არდავიწყება არის სწორ მხარეზე დგომა“, – განაცხადა მაღრაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებას ვერ უკარნახებს, თუ როგორი პოლიტკორექტულობა უნდა გამოიჩინოს.
„არ მაქვს ამის რეცეპტი. მე შემიძლია, ვთქვა, რომ ჩემი აზრით, საქართველოში მოსახლეობა მეორე ფრონტს მხარს არ უჭერს. ერთადერთი იმუშავებს საქართველოში ფრაზა „არა ომს!“, რომლის გარშემოც შესაძლებელია, მოხდეს მოსახლეობის სრული მობილიზაცია და ეს ასეც იქნება, თუ საჭირო გახდა“, – განაცხადა მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები