CNN: მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო

მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო.
მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, მოქალაქეები უსაფრთხო ადგილზე გავლენ. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ევაკუაციას საერთაშორისო ორგანიზაცია “წითელი ჯვარი” კურირებს. ამასთან, ცნობილია, რომ ჰუმანიტარული დერეფნის დახმარებით მოქალაქეებს ზაპოროჟიეს ოლქში გაიყვანენ.

“ჩვენი ინფორმაციით, ავტობუსები მარიუპოლიდან გაემგზავრნენ. წინასწარი შეთანხმების მიხედვით, ავტობუსები მოსახლეობას სოფელ მანგუშსა და ბერდიანსკში აიყვანენ”, – თქვა პეტრო ანდრიუშჩენკომ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები