„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტში რამდენიმე ცვლილება შევა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” შესატანი ცვლილებები, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.

კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კანონპროექტში გაჩნდება ჩანაწერი, რომელიც დანაშაულებრივი გზით დაუფლებულ მობილურ ტელეფონთან მიმართებაში ბლოკირების მექანიზმს გააჩენს.

მისივე თქმით, კანონპროექტით, ასევე გაიწერება სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე მესაკუთრისთვის მობილური ტელეფონის დაბრუნების ისეთი მექანიზმი, რომელიც გამოძიებას საფრთხეს არ შეუქმნის.
კანონპროექტის თანახმად, გამომძიებელი უფლებამოსილი იქნება ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას წარუდგინოს მოთხოვნა დანაშაულის შედეგად დაკარგული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის დაფიქსირების ფაქტის დაუყოვნებლივ შეტყობინების შესახებ.

კანონპროექტით, აგრეთვე რეგულირდება კომპიუტერული სისტემიდან ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალებიდან დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ განჩინებასთან და მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების ერთიან სისტემასთან დაკავშირებული საკითხები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები