კარლ ჰარცელი – პრემიერს: ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო კიდევ ერთი ისტორიული მომენტის მონაწილე და თქვენ გვერდით ვიდგე ამ ცივილიზაციური არჩევანისკენ მიმავალ გზაზე

ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო კიდევ ერთი ისტორიული მომენტის მონაწილე და თქვენ გვერდით ვიდგე ამ ცივილიზაციური არჩევანისკენ მიმავალ გზაზე, – ამ სიტყვებით ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილის გადაცემისას, მთავრობის ადმინისტრაციაში მიმართა. კარლ ჰარცელმა ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო კიდევ ერთი ისტორიული მომენტის მონაწილე და თქვენ გვერდით ვიდგე ამ ცივილიზაციური არჩევანისკენ მიმავალ გზაზე”, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები