საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მილოშ ვისტრჩილს შეხვდნენ

????????????????????????????????????

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საქართველოში ვიზიტად მყოფ, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს, მილოშ ვისტრჩილს შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ჩეხეთის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებები და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველოს საგარეო პრიორიტეტების მიმართ ჩეხეთის მხარდაჭერა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან მიმდინარე წლის ივლისიდან, 6 თვის ვადით, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.

„საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტთან საინტერესო შეხვედრა გავმართეთ, სადაც განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაც ორმხრივ ურთიერთობებს ეხება. საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებს, სადაც აღინიშნა, რომ ამ პროცესში ჩეხეთს მნიშვნელოვანი როლი შეუძლია შეასრულოს, მითუმეტეს, რომ ჩეხეთი მალე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. შესაბამისად, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ჩეხეთის მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ.

შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე და უმრავლესობის წევრები: თამარ ტალიაშვილი, გიორგი ამილახვარი, გიორგი ხელაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები