უკრაინაში შესაძლოა, “მეორე მარიუპოლი” განმეორდეს

სამხედრო ექსპერტები უშვებენ იმის შესაძლებლობას, რომ სევეროდონეცკი შესაძლოა, ალყაში მოექცეს მას შემდეგ, რაც რუსული არმია მისი შტურმით აღებას ვერ შეძლებს.

ამის შესახებ ლუგანსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

“სამხედრო ექსპერტები ბოლო დღეებში მარიუპოლის ბედის გაზიარებას სევეროდონეცკს აწერენ. ქალაქის დაცვა ძალიან ძლიერია, ამიტომ, ლუგანსკის ოლქის რეგიონული ცენტრის აღება ძალიან რთული იქნება. მაგრამ ურდო შეიძლება, სხვა გზით წავიდეს – მარიუპოლის სცენარით. ეს მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ ჩვენ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის ვართ მზად. ჩვენი მეომრები მტერს ღირსეულად უპასუხებენ”, – თქვა გაიდაიმ.

მანვე, ლუგანსკის ოლქის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა, რომ “ტრაგედიის აცილება მოხერხდეს და მტერს ხელში კოზირი არ ჩაუვარდეს”.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები