დონეცკში უკრაინელებმა რუსული სპეცდანიშნულების რაზმი გაანადგურეს
დონეცკის ოლქის სოფელ იამპილის მიდამოებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მედესანტეებმა გაანადგურეს ოკუპანტების სპეცდანიშნულების რაზმი ციმბირიდან.
კერძოდ, ლიკვიდირებულია რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის მთავარი განყოფილების 24-ე სპეციალური ბრიგადის ჯარისკაცები და მათი ტექნიკა.
“აღსანიშნავია, რომ უკრაინელი მედესანტეები ამ მიმართულებით წარმატებით აგრძელებენ ბრძოლას, მუდმივად ანადგურებენ რუს ოკუპანტებსა და მათ ჯავშანტექნიკას.
ერთად გამარჯვებამდე!”, – წერს უკრაინის საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ძალების სარდლობა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge