ირაკლი კობახიძე: უკრაინის ხელისუფლების მიერ, ფაქტების გარეშე ვრცელდება განცხადება

“ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო შემთხვევა, როდესაც უკრაინის ხელისუფლების მიერ ფაქტების გარეშე ვრცელდება ასეთი განცხადება”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას.

მისივე თქმით, უკრაინული მხარე ხალხებს შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს.

“ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო შემთხვევა, როდესაც უკრაინის ხელისუფლების მიერ ფაქტების გარეშე ვრცელდება ასეთი განცხადება. ამასაც აქვს ძალიან მარტივი მიზეზი – ადამიანები აქ არიან რადიკალურ ოპოზიციაში, იქ არიან ხელისუფლებაში. სამწუხაროა, რომ ასეთი მორიგი განცხადება ვიხილეთ. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვთხოვოთ უკრაინულ მხარეს, რომ სხვანაირი პასუხისმგებლობით მიუდგეს იმ ურთიერთობებს, რომელიც, პირველ ყოვლისა – ჩვენს ხალხებს შორის არის ჩამოყალიბებული”, – აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი სხვა ქვეყნების დახმარებით სანქციების გვერდის ავლას ცდილობს. დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები