ირაკლი კობახიძე: დღეს რადიკალური ოპოზიცია არის სუსტი, როგორც არასდროს, რასაც აქვს დადებითი შედეგი – პოლარიზაციის ხარისხი შემცირებულია

დღეს რადიკალური ოპოზიცია არის სუსტი, როგორც არასდროს, რასაც აქვს დადებითი შედეგი – პოლარიზაციის ხარისხი შემცირებულია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მთავარი ამოცანა უნდა იყოს ,,ნაცმოძრაობის,, შემდგომი დასუსტება იმისთვის, რომ კიდევ უფრო შევამციროთ პოლარიზაციის ხარისხი.
დღეს რადიკალური ოპოზიცია არის სუსტი როგორს არასდროს, რასაც აქვს ძალიან დადებითი შედეგები ჩვენს პოლიტიკაზე. შედეგი არის ის, რომ პოლარიზაციის ხარისხი არის შემცირებული შარშანდელთან შედარებით. ამას აქვს ერთადერთი მიზეზი, – “ნაცმოძრაობა” არის წელს ბევრად უფრო სუსტი, ვიდრე იყო შარშან. შესაბამისად, ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ნაცმოძრაობის შემდგომი დასუსტება იმისთვის, რომ კიდევ უფრო შევამციროთ პოლარიზაციის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები