შალვა პაპუაშვილი – უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე: იმედი მაქვს, განმარტებას გააკეთებენ

 

“იმედი მაქვს, ან განმარტებას გააკეთებენ ან,  დიდი ალბათობით, როგორც წინა შემთხვევაში მოხდა, ეს განცხადებაც განცხადებად დარჩება”, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

პაპუაშვილის თქმით, უკრაინის დაზვერვის განცხადებას არგუმენტები არ აქვს.

„იმედი მაქვს, ან განმარტებას გააკეთებენ ან, დიდი ალბათობით, როგორც წინა შემთხვევაში, ეს განცხადებაც განცხადებად დარჩება. იმის მიუხედავად, რომ არსებობს სურვილი, ვიდრე ინფორმაცია გავრცელდება, მისი გადამოწმება მოხდეს, არ შემთხვევაშიც პირდაპირ განცხადების გაკეთება არ მოერიდნენ. სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაშიც არგუმენტების გარეშე გაკეთებული განცხადება ვნახეთ. როგორც წინა შემთხვევაში, არავითარი მტკიცებულება ამას არ მოჰყოლია. ჩანს, რომ არის მხოლოდ განცხადება. სამწუხაროდ, ეს იმ მეგობრულ ურთიერთობებს არ არგებს, რაც საქართველოსა და უკრაინას შორის არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი სხვა ქვეყნების დახმარებით სანქციების გვერდის ავლას ცდილობს. დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები